მანანა კობახიძე - ვერ გეტყვით რა თანხაა გადახდილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში, ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო

ვერ გეტყვით რა თანხაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ IDFI-ის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სატრანსპორტო უზრუნველყოფით მოსამართლეები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ.

"თუკი რაიმე ხარჯია გაწეული სასამართლოში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონთან შესაბამისი და არ ველოდები, რომ რაიმე განსაკუთრებული იქნება კვლევაში. თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება, ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელ მსოფლიოში აქვთ. მე ვერ გეტყვით რა თანხაა თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო.

შედარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია როგორი იყო ხარჯები თუნდაც 2012 წლამდე. კვლევა მოიცავს 2012-2017 წლებს და ჩემი მხრიდან კითხვა იქნება, რატომ გამოიკვეთა მაინც და მაინც ეს პერიოდი,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი ბერაიას განცხადებით, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მათ კითხვები აქვთ ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე.

"მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა“, - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა