დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლუის ვაიდენბოში წარუდგინა

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრები ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატის პროგრამას ისმენენ. ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში აღმასკომის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წარუდგინა.

როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ქევხიშვილმა განაცხადა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც.

"დღეს არის საქმიანი შეხვედრა ერთ-ერთ კანდიდატთან. უცხოელი სპეციალისტი წარმოადგენს თავის ხედვას. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ხედვა ცნობილი ყოფილიყო აღმასკომისთვის. დღეს არავის დანიშვნა არ ხდება უბრალოდ მოვუსმენთ და გავაანალიზებთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან მოლაპარაკებები გვაქვს სხვა მწვრთნელებთანაც“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, აღმასკომის წევრებთან ძიუდოისტების ნაწილის პროტესტზე დღეს საუბარი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. ცირეკიძესთან ერთად მთელი სამწრვთნელო შტაბი გადადა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს