შოთა ხაბარელი ნაკრების მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტის დანიშვნის წინააღმდეგია

არასდროს ვიქნები მომხრე საქართველოში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანის, - ამის შესახებ ძიუდოს აღმასკომის წევრმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას მანამდე განაცხადა ვიდრე ის პროტესტის ნიშნად სხდომას დატოვებდა. ხაბარელის თქმით, მისთვის დღეს ფედერაციის პრეზიდენტს რეალობის გრძნობა დაკარგული აქვს.

"საკითხი არის ურთულესი. ფაქტობრივად ქევხიშვილს დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა. როგორ არის დაძაბული სიტუაცია ძიუდოში და ის მაინც თავისას აგრძელებს. ეს არის დიდი შეცდომა და მიმართულია ესკალაციისკენ. ძიუდოს ხელშეწყობა სჭირდება და თითოეულმა ადამიანმა საკუთარი პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადოს. ერთი თვე ხდება რაც ბიჭები არ ვარჯიშობენ. საინტერესოა, ვისი მენეჯერი და მწვრთნელი უნდა იყოს უცხოელი სპეციალისტი როდესაც არც ერთი სპორტსმენი არ შედის დარბაზში სავარჯიშოდ?! არასდროს ვიქნები მომხრე უცხოელი მწვრთნელის საქართველოში ჩამოყვანის. ქართველ ძიუდოისტებს სპეციფიური მიდგომა სჭირდებათ, რომელსაც მხოლოდ ქართველი მწვრთნელი მოახერხებს. ასე იყო წლების მანძილზე და ასე გაგრძელდება. ჩვენ გვყავს პროფესიონალი და საუკეთესო მწვრთნელები“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა აღმასკომის სხდომის დაწყებამდე.

აღმასკომის წევრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის მიერ წარდგენილ მწვრთნელობის კანდიდატს ჰოლანდიელ ლუის ვაიდენბოშს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა