უნგრეთთან მეხილეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება

უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, მეცნიერებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ხეხილის ბაღები, ასევე ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან და მეხილეობის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მეხილეობის მიმართულებით ქვეყნების პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები განიხილეს. მხარეები მათ საკოლექციო ნარგაობებში არსებული ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქალაქ გორში ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ და სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა