პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატთა „ეთიკის კოდექსის“ მიღება კიდევ ერთხელ დადგება

პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატთა „ეთიკის კოდექსის“ მიღება კიდევ ერთხელ დადგება. პარლამენტს ხელახლა წარედგინება დადგენილების პროექტი „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ შესახებ, რომელიც დეპუტატებმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინე ფრუიძემ, ეკა ბესელიამ, გიორგი კახიანმა, კახა კუჭავამ და გუგული მაღრაძემ მოამზადეს.

პარლამენტმა 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა „ეთიკის კოდექსი“ ჩააგდო. დადგენილებას უმრავლესობის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. “ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი კოდექსის ის ნაწილი იყო, რომელიც განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებზე. პარლამენტის მიერ უარყოფილი ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული იყო შემდეგი დისციპლინური სანქციები: - სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%-დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით); ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).

„ეთიკის კოდექსი“ არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს