ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე პროკურატურასა და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე პროკურატურასა და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს. ირაკლი მამალაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასაც აქვს კითხვები პროკურატურისა და საპატრიარქოს მისამართით.

მამალაძემ მოითხოვა, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ გარკვეული ფაქტების შესწავლით.

“რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები, როგორც პროკურატურასთან ასევე საპატრიარქოსთან. კერძოდ, სამი კითხვა მაქვს: სად გაქრა უდანაშაულო სოსო ოხანაშვილი? რა უნდოდა ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში, ყველას გვახსოვს 53-ე სკოლის ინციდენტი, როგორ გამოაძევეს ეს ადამიანი. და მესამე: ამ შემთხვევაში მივმართავ საპატრიარქოს, რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა. ამის შემდეგ მას მისცეს მეორე ჯვარი და დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი ადამიანების დასახმარებლად სჭირდებოდა, კეთილი საქმეებისთვის. ამ სამ საქმეზე ვითხოვ პასუხს”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, დონეცკის ოლქში დაახლოებით სამი წელი მსახურობდა ერთ-ერთ რუსულ ეკლესიაში. როგორც ირაკლი მამალაძემ აღნიშნა, შემთხვევა, რომელზეც ის საუბრობს, დაახლოებით 2008 წელს მოხდა.

ირაკლი მამალაძის განცხადებით, ამ ფაქტის შემდეგ მოხდა დეკანოზის კარიერული წინსვლა.

მისივე თქმით, ბრალდებულ დეკანოზს საპატრიარქოში გარკვეული მღვდელმთავრები მფარველობენ, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი.

როგორც ირაკლი მამალაძე აცხადებს, აღნიშნულ სამივე პირის წინსვლას საპატრიარქოში ერთმა პიროვნებამ შეუწყო ხელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს