გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოს დამოუკიდებლობა საფრანგეთის დიპლომატიურ დოკუმენტებში (1918-1921)“ მიმდინარეობს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში და თბილისში, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტთან დაკავშირებით, ეწყობა გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოს დამოუკიდებლობა საფრანგეთის დიპლომატიურ დოკუმენტებში (1918-1921)“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოფენას აწყობს საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის დიპლომატიურ არქივთან და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან - „ხელოვნების სასახლესთან“ პარტნიორობით.

„გამოფენა სტუმრებს სთავაზობს, საფრანგეთის დიპლომატიური არქივიდან შერჩეული დოკუმენტების მეშვეობით აღმოაჩინონ ის ინტერესი, რომელსაც ავლენდა საფრანგეთი კავკასიასა და საქართველოში პირველი დამოუკიდებლობის პერიოდში მიმდინარე მოვლენებისა და განვითარების მიმართ. გამოფენა, რომელიც გახსნა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, იმართება 26 მაისიდან 9 ივნისამდე თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში - „ხელოვნების სასახლეში“. გამოფენის ორგანიზატორი სამეცნიერო დარგში არის საფრანგეთის სამეცნიერო ეროვნული კვლევითი ცენტრის დამსახურებული კვლევითი დირექტორი კლერ მურადიანი, ხოლო ტექნიკურ დარგში - შორენა ციცაგი, გამოფენის კოორდინატორი“, - აღნიშნულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა