გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, ხეთაგუროვის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, ხეთაგუროვის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, გეგმური სამუშაოები მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას. კომპანიის ცნობით, 29 მაისს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, ხეთაგუროვის ქუჩის №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო