პარლამენტში 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე კონფერენცია გაიხსნა

გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე პარლამენტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გახსნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სოფო კილაძის თქმით, პროგრესული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითრების მიზნების ჯეროვანი იმპლემენტაცია და ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

„ამ ღონისძიებით ჩვენ გვსურდა შეგვექმნა პლატფორმა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემოდათ, ემსჯელათ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებული გამოცდილების შესახებ. იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მსოფლიოში შიმშილი, ძალადობა, უზრუნველვყოთ მეტი განათლება, ადამიანის უფლებების და გარემოს უკეთესი დაცვა. კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, საუკეთესო გზა თავი მოგვეყარა საუნივერსიტეტო და კვლევითი საზოგადოებისთვის, იყო ისეთი თემების არჩევა, რომელიც ხელს შეუწყობდა დისციპლინათაშორისი და სექტორული კავშირების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ასეთი თემები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ასევე, გარემოს დაცვა. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას, ჩაგვეტარებინა საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნულ თემაზე არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა," - განაცხადა სოფო კილაძემ.

„პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია UN, მისი წარმომადგენლობა საქართველოში. ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტები.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მისი თქმით, მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართველ ხალხს დღემდე ეამაყება, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ცივილიზებული მსოფლიოს მოწინავე იდეალებსა და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას იზიარებდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით.

მდგრადი განვითარებისათვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. ჩვენ არა მარტო შევძელით კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობასა და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მისი თქმით, მთავრობის წარმატებული საქმიანობის საფუძველი სწორედ ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მაღალი პასუხისმგებლობით მმართველობაში მდგომარეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამაც. მისი თქმით, საქართველოს მდგრადი განვითარება დაკავშირებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განხორციელებასთან.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოში, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა დანიელ ჰაასმა 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ, ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ ეფექტურად შეასრულოს 2030 მდგრადი განვითარების მიზნები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს