ორგანიზაცია "მოძრაობა სიცოცხლისთვის" ჩამოყალიბდა

მსახიობმა თათული დოლიძემ ორგანიზაცია "მოძრაობა სიცოცხლისთვის" ჩამოაყალიბა. აღნიშნული ორგანიზაცია მიმართული იქნება ქალაქში უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ.

თათული დოლიძემ ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობის გამო შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

"ოთხი წელია დაგვღალა კაბინეტიდან კაბინეტში სიარულმა. ერთი და იგივე მეორდება. იმ ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე, პასუხი დაახლოებით ერთი და იგივე აქვს ყველას. სასამართლო მოვიგეთ. სასამართლოს მოგებას თურმე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია. საფრთხის ქვეშ ვართ, ოთხი წელია შიშით ვიძინებთ და ვიღვიძებთ. მუდმივად რაღაც ცვივა, სრული დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ ამაზე აღარ გვაქვს საუბარი. საერთოდ საოცრებას დაამსგავსეს მთელი ქალაქი", - განაცხადა თათული დოლიძემ.

მისივე თქმით, სურს, რომ ეს საკითხი საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდეს და მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს.

"ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა, გვინდა, რომ ცალმხრივი ინფორმაცია არ ჰქონდეს", - განაცხადა თათული დოლიძემ.

ამასთან, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი.

"ჩვენ ვერაფერს გავხდით სამართლებრივად, ამიტომაც გადავწყვიტეთ ეს ორგანიზაცია დაგვეფუძნებინა. ამ ორგანიზაციის მიზანი იქნება კოლექტიურად მთელი თბილისის მასშტაბით, სადაც მსგავსი ტიპის მშენებლობები იქნება, ეს ხალხი შემოგვიერთდეს და საინიციატივი ჯგუფი შეიქმნას", - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მისივე თქმით, სიცოცხლის და საკუთრების უფლება ფეხქვეშ გათელილია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა