ლევან დავითაშვილმა აშშ-ის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ჰარვარდის, ტუფტის, ფლეტჩერის და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დიპლომატიის, პოლიტიკის მეცნიერებებისა და სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს პროგრამის „აზიის ლიდერთა ცენტრი“ ფარგლებში ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის, გეოპოლიტიკური და აგრარული პოტენციალის გაცნობა იყო. დელეგაცია 11 ქვეყნის (აშშ, სამხრეთ კორეა, ისრაელი, პოლონეთი, იაპონია, ბანგლადეში, თურქეთი, ავსტრალია, მალაიზია) 18 წარმომადგენლისგან შედგებოდა.

კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ წარმატებული ქართველები, ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრი, ზვიად აძინბაია და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრი, ანა კიკნაძე.

სტუმრებმა ქალაქები სიღნაღი და თელავი დაათვალიერეს, კომპანიას „შატო ზეგაანი“ ესტუმრნენ და მინისტრთან ერთად, ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია გააცნო და საქართველოში აგრარული დარგის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნის ისტორიით, სტუმარ-მასპინძლობის წესით და მეღვინეობის ტრადიციით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩვენ არაერთ ქვეყანაში ვიყავით, მაგრამ ასე თბილად და მეგობრულად, როგორც თქვენ მიგვიღეთ, არსად უმასპინძლიათ. საოცრად შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის და ქართული ღვინის ისტორია. ვაპირებ, წიგნი გამოვცე ამ მოგზაურობის შესახებ და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ კრებულში საქართველოს და ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა. ჩვენ თქვენი ქვეყნის ელჩები ვიქნებით ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა ჯგუფის ლიდერმა, „აზიის ლიდერთა ცენტრის“ პრეზიდენტმა სამუელ კიიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა