ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

თბილისში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს სამოქმედო გეგმის (2016-2019) ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესრულების მდგომარეობის შეფასება იყო.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

ბესელიას განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან იღებს.

„მე განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ევროპის საბჭოს როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი ქვეყანა მიისწრაფის ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. ეს გზა გამოწვევებით არის სავსე. ამიტომაც შეუფასებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რასაც ამ გზაზე ვიღებთ“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქმედო გეგმა შედგენილია ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი ამოცანების გათვალისწინებით და შეიცავს მათი მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს.

„სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითადი მიმართულებებს: ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება, სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლა: კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული. ადამიანის უფლებების სფეროში ცალკეა გამოყოფილი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ხაზს გავუსვამდი ამ სფეროს მნიშვნელობას. ასევე, გამოვყოფდი დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა