ეროვნული ბანკი - ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი

ეროვნული ბანკის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. ამის შესახებ სებ-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში დეპუტატებს აცნობს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში, დაკრედიტებაში გაზრდილია ფიზიკური პირების სესხების წილი, რაც პოტენციურად მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს ზრდის.

"ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესასწავლად, კომერციული ბანკებისა და 5 მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოგროვდა მიკრო მონაცემები ინდივიდუალურ მსესხებლებზე. ასევე, შესწავლილ იქნა მსესხებლების შემოსავლები და საკრედიტო ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, აღნიშნული მონაცემების ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდის და, შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიუთითებს. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. საყურადღებოა, რომ ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების 45 პროცენტს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს. ეს სესხები უმეტესად მცირე მოცულობისაა. კრედიტის თანხის მიხედვით განაწილებას თუ შევხედავთ რაოდენობრივად მსესხებლების უმეტეს ნაწილს 2,500 ლარამდე სესხი აქვს, მაგრამ კრედიტორების ჯამურ პორტფელს ძირითადად 2,500 ლარზე მეტი მოცულობის სესხები ქმნის. როგორც დიაგრამიდან ჩანს, კრიტიკულად მაღალი ვადაგადაცილებები მცირე თანხებშია, თუმცა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება. ამ მოცემულობით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი, და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია", - ნათქვამია ანგარიშში.

სებ-ის შეფასებით, ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და, საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე.

"ასევე, კონკურენცია და ზრდის სურვილი ცალკეულ საკრედიტო ინსტიტუტებს უბიძგებს გასცენ იმაზე მეტი სესხი, მათ შორის მაღალშემოსავლიან მსესხებლებზეც, ვიდრე კლიენტს შეუძლია მოემსახუროს ფინანსური სიძნელეების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნული, სათანადო ზომების დროულად მიღების გარეშე, უკვე ფინანსურ სტაბილურობასაც შეუქმნის საფრთხეს", - აღნიშნულია ანგარიშში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს