თბილისის მერია უახლოეს დღეებში ტრანსპორტის პოლიტიკას წარადგენს

თბილისის მერია უახლოეს დღეებში ტრანსპორტის პოლიტიკას წარადგენს, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს წლების მიხედვით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიტიკის დოკუმენტის ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა.

„ერთიანი გადახდის სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არა მხოლოდ მიკროავტობუსებს შეეხებათ, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამაზე მუშაობა დაწყებულია. ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. ამ კვირას ან მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე გვაქვს მიღებული EBRD-ის გრანტი და დავიწყეთ კვლევა "სისტრას" დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი. პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელი ავტობუსების, ასევე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და მეორე მხრივ, ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესასყიდად ტენდერი თავიდან უკვე გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა