პარლამენტი პროფესიული განათლების რეფორმირების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს იხილავს

პარლამენტი პროფესიული განათლების რეფორმირების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს იხილავს. მთავრობის მიერ ინიცირებული “პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა.

მურღულიას განცხადებით, განათლების სისტემის განვითარება მთავრობის პრიორიტეტული ამოცანაა, ხოლო პროფესიული განათლება ამ პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება.

მურღულიას თქმით, დღეს რაც ქვეყანას სამუშაო ბაზარზე აკლია, არის დეფიციტი პროფესიული კუთხით.

“როდესაც მოხდა იმის შესწავლა, თუ რა უშლის ხელს პროფესიული განათლების განვითარებას, ჩამოყალიბდა დიდი სია იმისა, თუ რა არის გასასწორებელი. ამიტომ რელევანტური იყო ახალი კანონის შექმნა. მთავარი სიახლე, რაც ახალი კანონით იცვლება, იმ საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრაა, რაც აქამდე არსებობდა - თუ ადრე ადამიანი პროფესიულ სასწავლებელში მიდიოდა, მას იმის იქეთ სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა, რადგან ამ შემთხვევაში ზოგადი განათლების კომპონენტი იკარგებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი “პროფესიული განათლების შესახებ“ კანონით მოვაწესრიგეთ. პროფესიულ განათლებაში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ახალგაზრდას სწავლის უმაღლეს სასწავლებეში გაგრძელება აღარ შეეძლება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ე.წ.მოკლე ციკლის პროგრამა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში შემოდის, რაც ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანს 2-წელიწადში შრომის ბაზარზე გამოსვლა და შემდეგ ისევ სწავლის გაგრძელება შეეძლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავად პედაგოგების გადამზადება პროფესიულ განათლებაში - აქაც ისეთივე მაღალი გადამზადება იქნება, როგორც უმაღლეს განათლებაში უნდა იყოს. ავტორიზაციის პროცესიც გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე იყო. ძალიან საინტერესო თემაა ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარება. დღეს ჩვენ პრაქტიკულად არა გვაქვს ამ აღიარების მოდელი. მაგალითად “აიტი“ სფეროში არავის გაუკვირდება რომ თვითნასწავლმა ადამიანმა ფორმალურ სასწავლებელში ნასწავლ ადამიანს აჯობოს. ამიტომ ამ ტიპის განათლების აღიარება უნდა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების ნაწილიც - ჩვენი ამოცანაა არ არსებობდეს პროგრამა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების ადამიანს არ შეეძლოს სწავლა. ესეც გატარებულია ამ რეფორმაში“, - განაცხადა თემურ მურღულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა