"ევროპული საქართველო" ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ, პარლამენტმა უნდა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია.

,,ვხედავთ, რომ სახელმწიფო კი არ იცავს ამ ადამიანებს, არამედ უპირისპირდება. როდესაც ასეთ საზარელ შემთხვევაზე ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ, გამოძიებასთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზიები უჩნდებათ, ყველაზე სწორი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია. ამ ვითარებაში ადეკვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და ჩვენ ვკითხოთ გამოძიებას, თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს. ფაქტობრივად არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა, რატომ არ უნდა შექმნილიყო ეს კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე. სამწუხაროდ, პარლამენტის მზაობა, რომ კანონით დადგენილი პროცედურებით ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს, აქამდე არ ყოფილა. ჩვენი ვალია ეს საკითხი დავაყენოთ, "ქართული ოცნება" დავარწმუნოთ და ცივილიზებული, სწორი გზით წარვმართოთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა დავადგინოთ რა ინტერესი აქვს გამოძიებას, დაზარალებულის ოჯახს რომ უპირისპირდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო