ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი პროკურორი ჩაერთო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი პროკურორი ჩაერთო. მარიკა გოგოხიამ დღეს, საქმის სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე, პროკურორი ინა გუგუშვილი შეცვალა. როგორც ჟურნალისტებს გოგოხიამ განუმარტა, საქმეში მისი ჩართვა არ უკავშირდება იმ ინციდენტს, რომელიც 26 მაისის სასამართლო სხდომაზე მოხდა.

"ჩემი ჩართვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ამ ეტაპზე, ნამდვილად არ უკავშირდება იმ კონკრეტულ ინციდენტს. ვინაიდან საქმე არის დასკვნით ეტაპზე და წარსადგენია ასევე დასკვნითი სიტყვა, გარკვეულ დახმარებას ვუწევ ჩემს კოლეგებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც თბილისის პროკურატურის მუშაკი, ჩართული ვიყავი გამოძიების პროცესში", - განაცხადა პროკურორმა.

მარიკა გოგოხიამ ასევე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნითი სიტყვის ბოლოს სახელმწიფო ბრალდება ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.

"დასკვნით სიტყვაში ხაზს გავუსვამთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ჩვენს მიერაა მოპოვებული და შესაბამისად გამოვიკვლიეთ სასამართლოში. რომელ მტკიცებულებას გაიზიარებს სასამართლო და რომელს არა, ამაზე ვერ გეტყვით, რადგან ეს სასამართლოს კომპეტენციაა. ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზიანებები, რომელიც მიყენებული აქვთ გარდაცვლილებს, მიყენებული აქვთ დანებით. დასკვნითი სიტყვის ბოლოს ჩვენი მოთხოვნა იქნება ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა", - აღნიშნა მარიკა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს მიმდინარე სასამართლო განხილვაზე, რომელზეც დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა ხდებოდა, დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი თავდაპირველად ერთ-ერთი მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედასა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის მოხდა, რომელიც სასამართლოზე იკითხებოდა. ამის შემდეგ კი როგორც მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, პროკურორი ინა გუგუშვილი ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემრად გაიწია. თავად ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ მის მიმართ საცემრად ასევე ზვიად ფხაკაძემაც გაიწია.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით