კობა გვენეტაძე - ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ გადასაწყვეტი

ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ გადასაწყვეტი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერსდა, იყო თუ არა ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე ლომბარდებთან დაკავშირებით, რაც ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს ეხება.

"კომუნიკაცია რა თქმა უნდა იყო, იყო განხილვები, ანალიზი შემოთავაზებებისა და ზუსტად ამაზე ვაკეთებდი აქცენტს, როცა ვთქვი, რომ ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, თუნდაც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის, ერთი სტრუქტურის, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გადასაწყვეტი. არსებობს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტიც, რომელშიც მეც და ფინანსთა მინისტრიც ვმონაწილეობთ და ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა ", - განაცხადა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო