პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 138-ე და 141-ე მუხლებით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონი თავისუფლების აღკვეთას რვიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში „ ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება მიმდინარე წლის 26 მაისს შევიდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ბრალად ედება 12-13- და 14 წლის არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა