პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის ქალაქ ტორუნში ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „ქართული ღვინო პოლონეთში“ გაიმართა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Vinisfera იყო. დეგუსტაციაზე მოწვეული იყო 30-მდე სტუმარი, მათ შორის: ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები და ღვინის ბლოგერები.

"ტორუნი ქართული ღვინისთვის ძალიან პერსპექტიული ადგილია, რადგან ეს ქალაქი პოლონეთის ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად ითვლება. 1997 წელს ტორუნი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკური წესით დამზადებული, ისე ქვევრის ღვინოები. ქართული ღვინის პრეზენტაციას Vinisfera-ს ხელმძღვანელი, მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა.

"პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა