საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული სამოქმედო გეგმა დამტკიცებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.

„სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ვერენა ტეილორმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. გამომსვლელების მიერ ხაზი გაესვა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას და მომავალში აღნიშნული პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.

განხორციელებული და მიმდინარე პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის პროექტები, რომელიც ეხება ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას; ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს; მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაზრდის ხელშეწყობას; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ადგილობრივ დონეზე განხორციელების კუთხით მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების უფლებამოსილების ზრდას; პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობას, ნდობის აღდგენის პროექტებს და სხვა.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ფინანსდება ევროპის საბჭოს და მისი წევრი ქვეყნების და ევროკავშირის მიერ“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა