გია ვოლსკი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღზე- კონკრეტული ვადის დასახელება არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების თარიღის დასახელება არასწორად მიაჩნია. თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნატო-ს სტრუქტურებთან, ნატო-ს ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი და თანამშრომლობის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ახლო წარსულში იყო.

“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში ახლახან ვიყავი. შეხვედრები გვქონდა ბრიუსელში, მათ შორის მაღალი დონის წარმომადგენლობასთან, იენს სტოლტენბერგის მოადგილესთან. საინტერესო საუბრები იყო. მე ვფიქრობ, კონკრეტული ვადის დასახელება არასწორია, თუმცა მუშაობა და შექმნილი ვითარება ყველანაირ საფუძველს ქმნის იმისა, რომ ამ სამიტზე ჩვენი თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე შეფასდეს. მე მგონია, წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა პრემიერის ნათქვამში არსებობდეს ის რეალური შინაარსი, რომელსაც ნატო-ს შემადგენლობა გაითვალისწინებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო 2021 წლისთვის ნატო-ს წევრი გახდება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა 26 მაისს, პარლამენტში, მრგვალ მაგიდაზე "თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო შეხვდება ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო