სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტების სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტართან საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

მათი ინფორმაციით, ზომლეთი ნიგაზეულის მონაკვეთზე 2 280 მეტრის ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ბონდი 2009“ ასრულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება და მისი ღირებულება 1 090 878 ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ. სოფელ ნიგაზეულში ორი ისტორიული პროექტი ხორციელდება: გზის მოწყობა და წყალმომარაგება. წყალმომარაგების პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება და სოფელს 24 საათიანი მომარაგება ექნება. რაც შეეხება გზის მოწყობის პროექტს, ცენტრიდან სოფლამდე მოხდება ორფენიანი ასფალტის საფარით გზის სრულად მოწყობა. მოგეხსენებათ, ნიგაზეული ტურისტულად საინტერესო ადგილია და აქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ეს სოფელი, რომელშიც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, სულ მალე უზრუნველყოფილი იქნება გზით და სასმელი წყლით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბეტონის საფარი ასევე იგება შუახევი-ჩირუხისა და ზომლეთი-ხიხაძირის მონაკვეთზე. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, შუახევის მუნიციპლაიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რაც საერთო ჯამში 5 377 340 ლარს შეადგენს.

შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის სულ 11 082 320 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო