ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას მიესალმება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას მიესალმება. ამის შესახებ სარალიძემ "ევროპული საქართველოს" ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ მისთვის ნებისმიერი შემოთავაზება მისაღებია, რომელიც ამ საქმეზე ჭეშმარიტებას ფარდას ახდის.

„ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ შესახვედრად. არ აქვს მნიშვნელობა ის მმართველი გუნდიდან იქნება თუ სხვა პარტიიდან, არ აქვს მნიშვნელობა ძალოვანი უწყება იქნება, პროკურატურა იქნება თუ უბრალო ადამიანი იქნება. ნებისმიერ შემოთავაზებას მივიღებ, ნებისმიერი ჯგუფის შექმნას მივესალმები. კი ბატონო, შექმნან პერსონალური ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს თავიდან ბოლომდე და ახდის ფარდას იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც დღესდღეობით შოთაძის უწყება მალავს. 6 თვეა გავიძახი უკვე დამნაშავეებს ფარავენ, დამნაშავეებს ფარავენთქო. სანამ ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვა და მთელი საქართველო გვერდით არ დამიდგა, მანამდე არ უნდა მოეხდინათ რეაგირება?!", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა