გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 651 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, გორისციხე, ტყარშეტი, გარბანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე - 408 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: აბანოსხევი, მაქართა, თორელაანი, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე - 848 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: საყდრიონი, ხევსურთსოფელი, ორხევი, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა