ეროვნული ბანკი და „VISA“ საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართულ ვერსიას წარუდგენენ

საქართველოს ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საგადახადო სისტემა „VISA“, „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში, საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებულ ვერსიას წარუდგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, „ფინანსური ფეხბურთი“ ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც და რომლის მთავარ მიზანსაც პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების გარშემო საზოგადოების ცოდნის ამაღლება წარმოადგენს.

„ფინანსური ფეხბურთი“ „ფიფას“ მსოფლიო თასის (FIFA World Cup™) ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაში და ამავე დროს, „VISA“ ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია. დღეისათვის, „ფინანსურ ფეხბურთს“ მსოფლიოს გარშემო 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს და ის 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემას „VISA“ შორის ფინანსური განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს