რუსთავის მერი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუა იაღლუჯის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს მოადგილეებთან, დავით კეკელიძესა და გოჩა ლორიასთან, საკრებულოს დეპუტატებთან, გურამ კვარაცხელიასა და გიორგი ტუხაშვილთან, ასევე კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძესთან ერთად გაეცნო.

“მნიშვნელოვანი პროექტია იმ მხრივ , რომ “რუსთავის წყალთან“ ერთად ხორციელდება. წესრიგდება სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემები, დაიგება ასფალტ-ბეტონის გზის საფარი. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი წარმატებით უნდა განხორციელდეს. ყველაზე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობა არის ამ პროცესში აქტიურად ჩართული, ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციას გვაწვდიან, რაც თავისთავად გვეხმარება ნაკლოვანებების გამოსწორებაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ტაბაღუამ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვახუშტის, იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა - ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა- ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას. ასფალტის საფარი შეიცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი. სამუშაოებისთვის 1 მლნ 406, 999, 99 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს. რუსთავის მერი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღესვე გორის, იაღლუჯისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მოსახლეობასაც შეხვდა და მათ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სულ 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა