ადვოკატი - ბრალდებულის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ინგა შარაშენიძის მტკიცებით, ბრალდებულმა ჩვენებაში არაერთ ახალ გარემოებაზე ისაუბრა. როგორც მან სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ უკვე წარმოებაში მყოფ საქმეზე, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. ადვოკატის თქმით, ის ელოდება ბრალდებულის ჩვენებაში გაჟღერებულ ინფორმაციებზე რეაგირების მოხდენას.

„ბრალდებულმა ახალ გარემოებებზე ნამდვილად ისაუბრა და რამდენიმე პირის მიმართ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები დასახელებული. აღნიშნულზე რეაგირებას ველოდები და ვფიქრობ მისი ჩვენება სასამართლომ უნდა გაიზიაროს. როდესაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გარკვეული მოწმეები არანაირ კავშირში არ არიან ამ საქმესთან, დღეს ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული საქმეთან კავშირში იყო და მათაც მიუძღოდათ წვლილი დანაშაულის ჩადენაში. საუბარი მაქვს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვანზე“, - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს