ტარიელ კაკაბაძე - ჩვენ ვითხოვთ, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს

ჩვენ საბოლოოდ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხვალ დაცვის მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარსდგება, სადაც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დეტალურად მიმოიხილავს და გააანალიზებს.

„დაცვის მხარე ვაპირებთ დასკვნით სიტყვაში დეტალურად მიმოვიხილოთ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გავაანალიზოთ მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, სასამართლო, მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საერთოდ აცდენილია ჭეშმარიტებას, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არის დამაჯერებლი, უტყუარი, რომელიც სასამართლომ უნდა გაიზიაროს. დღეს ბრალდებულის დაკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც დაცვის მხარე მთელი სასამართლო განხილვებისას ვაპელირებდით. ჩვენ საბოლოოდ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს და ასევე პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც ჩაიდინა დანაშაული და საერთოდ არ აქვს ბრალი წაყენებული. საგამოძიებო ორგანოს აქვს ყველა მასალა და მტკიცებულება, რომ ეს საქმე როგორმე გადავიდეს სწორ რელსებზე და ადეკვატური შეფასება მიეცეს თითოეული პირის ქმედებებს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო