სოლომონ პავლიაშვილმა „2030 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე“ გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა „2030 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე“ გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„აშკარაა, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ვაღიარებთ რა გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენციაზე „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაცია“.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი კომპონენტი წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვან ნაწილს. აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების მიზნების პროცესში, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ტყის მდგრადი განვითარება.

„2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია თბილისში“ ორდღიანია. მონაწილეები მდგრადი განვითარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ და დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას განიხილავენ.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს აღმსრულებელი ხელისუფლებისა და საკანონდებლო ორგანოს წევრები, გაეროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა