საქართველო-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის პარლამენტის წევრს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ

საქართველო-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის პარლამენტის წევრს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ნიკოლაუს შერაკს შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო კილაძე, მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატებთან, გიორგი ხატიძესთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად.

მხარეებმა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სოფიო კილაძემ ავსტრიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ავსტრიასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩამოსული ბრძანდება ავსტრიის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამავე დროს ავსტრიის პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენთვის ასეთი ტიპის შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ჩვენ ავსტრიის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“, -განაცხადა სოფიო კილაძემ შეხვედრის კომენტირებისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა