ქუთაისში, სავაჭრო ცენტრში მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან 1000 ლარის ოდენობით თანხაა წაღებული.

ადგილზე მყოფების თქმით, შემთხვევის დროს გამყიდველი მაღაზიიდან გასული იყო. მათივე განცხადებით, თანხა, სავარაუდოდ, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოიპარა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო