ფოთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ხვალ დილის საათებში დაიწყება

ფოთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ხვალ დილის საათებში დაიწყება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება 300 ჰა-მდე ფართობი. ქალაქში მობილიზებული და გადანაწილებულია 4 ერთეული ტექნიკა.

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შეწამვლითი სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ფოთში იმყოფებიან. ისინი შეწამვლის ღონისძიებებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელებენ“, - აცხადებენ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში.

ქიმიური შეწამვლა ფოთის მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში 07:00 საათზე ერთდროულად დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა