ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-მ უნდა განაგრძოს ღია კარის პოლიტიკა და დაადასტუროს პარტნიორი ქვეყნების უფლება, დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი გააკეთონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რომელიც თავისუფალია გარე ზეწოლისგან.

„ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა უნდა აღინიშნოს და ამასთან, შენარჩუნდეს გაწევრიანების კრიტერიუმები. საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში უნდა გაგრძელდეს და წინ უნდა იქნეს წაწეული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი“, - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს