ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. მეზობლების მტკიცებით, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.

"მათ ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ბავში აქ ჭამდა და სვამდა. ბავშვის დედას ამ ოჯახის ვალი აქვს. ჩვენ როგორც ვიცით, ცოლ-ქმარს ამ ბავშვის ოჯახისთვის სესხი ჰქონდა გამოტანილი და არ იხდიდა. იმ დღეს სწორედ ამის გასარკვევად იყო მისული. დედა სახლში არ დახვდა, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც თავისი შვილის კლასელია, ბაბუას ნებართვით წამოიყვანა. გოგონა მოიყვანა, დაბანა, აჭამა და აქ ბავშვებთან ეზოში თამაშობდა. გატაცებული რომ ყოფილიყო, აქ ყველას დასანახად მოიყვანდა?! უბრალოდ ის ოჯახი არის თაღლითი და სიტუაციით სარგებლობს. არ უნდათ ვალის გადახდა. სხვა შემთხვევაში პატრულს რატომ არ დაურეკეს და არ განაცხადეს იმავე დღეს, ბავშვი გატაცებულიაო?! თურმე პროკურატურაში შეუტანიათ საჩივარი და დღეს, რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები", - აცხადებენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბავშვი ოჯახმა სახლში იმავე დღეს, დაახლოებით ორ საათში წაიყვანა.

შს სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ბავშვის გატაცების ბრალდებით, ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს - რას ჰყვება ბავშვის დედა?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს