ქალი, რომლის არასრულწლოვანი შვილის გატაცების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს, ამბობს, რომ მას არ უჩივლია და არც ის იცის, ვინ დარეკა 112-ში

დედა, რომლის არასრულწლოვანი შვილის გატაცების ბრალდებით გუშინ ცოლ-ქმარი დააკავეს, ამბობს, რომ მას არ უჩივლია და არც ის იცის, ვინ დარეკა 112 -ში. ლორიტა მუშქუთიას განმარტებით, ბავშვის სავარაუდო გატაცების დღეს იგი სახლში არ იმყოფებოდა.

"ორსანტიაში ვიყავი ქმრის ბიძაშვილთან. როდესაც სახლში დავბურუნდი, ასეთი ამბავი დამახვედრეს, რომ ჩემი შვილი ცოლ-ქმარს, ვ.ა- ს და ე. კ-ს დილის რვა საათზე გაუღვიძებიათ და სახლიდან წაუყვანიათ. ჩემი მამამთილისთვის დაუბარებიათ, დედა სანამ ვალს არ გადაიხდის, ბავშვი ჩვენთან იქნებაო. ბავშვი იმ დღესვე ჩემმა ბიძაშვილმა წამოიყვანა. ბავშმა თქვა, რომ სახლში მეორე სართულზე ჰყავდათ და ეუბნებოდნენ, რომ დედაშენი სანამ ვალს არ მოიტანს, აქ იქნებიო. მე მაქვს მაგათი ვალი, მაღაზიიდან პროდუქტი გამქონდა, ვერ გადავიხადე და სესხი გამოვიტანე. თვითონ დამიდგა თავდებად. ვალთან დაკავშირებით სულ მირეკავდნენ, მაგრამ ბავშვის გატაცებით არასოდეს დამმუქრებიან. მე არ მიჩივლია მათთვის და არც ვაპირებ", - აცხადებს ლორიტა მუშქუთია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი ადამიანი ზუგდიდში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ცოლ-ქმარი ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: ბავშვის გატაცების ბრალდებით, ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს - რას ჰყვება ბავშვის დედა?

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს