აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე მხარდამჭერი აქცია გამართება

თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციები, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნუსს“ „ადამიანის უფლებათა სახლიდან“ აცნობეს, 29 მაისს ზუსტად ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებიდან.

სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. დაგეგმილი საპროტესტო აქცია დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო