პროკურორი - ბრალდებულს დაკითხვისას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ მირზა სუბელიანისთვის მკვლელობის ფაქტის შესახებ ცნობილი იყო

ბრალდებულს არ დაუდასტურებია, რომელ ბიძაზე ჰქონდა საუბარი მიხეილ კალანდიას და არც ის დაუდასტურებია, იყო თუ არა ცნობილი ამ ბიძისთვის მკვლელობის შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ ბრალდებულის ჩვენების შეფასებისას განაცხადა. პროკურორის თქმით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოს არარეალური ფაქტების შემცველი ჩვენება მისცა.

„მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და მტკიცებულებებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ახსენეთ, მის მიერ ამ გვარების დასახელება მოხდა, თუმცა, არა როგორც დანაშაულში უშუალო მონაწილე პირებისა.

ბრალდებულმა მისი დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე თან ჰქონდა გასაშლელი დანა, რომლის გამოყენებითაც ერთ-ერთ დაზარალებულს დაზიანება მიაყენა. რაც შეეხება უშუალოდ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ საკითხებს, ბრალდებულმა იმდაგვარი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის თანახმადაც, როცა სახლში შეხვდა მირზა სუბელიანს, მათ შორის არავითარ საუბარს ადგილი არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, მან განაცხადა, რომ სახლში ვინც იმყოფებოდა, არც მათთან რაიმე საუბარს არ შესწრებია, რომელიც უშუალოდ მკვლელობას უკავშირდებოდა“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე იკვეთება თუ არა მირზა სუბელიანის საწინააღმდეგო მტკიცებულებად მიხეილ კალანდიას ნათქვამი - „ბიძაჩემი ყველაფერს მოაგვარებს“, მარიკა გოგოხიამ აღნიშნა, რომ ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ბიძას გულისხმობდა ბრალდებულის თანამოსაუბრე.

"ამ შემთხვევაში არ დაუდასტურებია, რომელ ბიძაზე იყო საუბარი და არც ის დაუდასტურებია, იყო თუ არა ცნობილი ამ ბიძისთვის მკვლელობის შესახებ რამე.

ბრალდებულმა დაუშვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს მირზა სუბელიანი იყო. ბრალდებულს დაკითხვისას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ მირზა სუბელიანისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო“, - განაცხადა პროკურორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო