ტარიელ კაკაბაძე - ჩვენ ვითხოვთ, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს

ჩვენ საბოლოოდ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დაცვის მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარდგება, სადაც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დეტალურად მიმოიხილავს და გააანალიზებს.

„დაცვის მხარე ვაპირებთ დასკვნით სიტყვაში დეტალურად მიმოვიხილოთ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გავაანალიზოთ მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, სასამართლო, მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საერთოდ აცდენილია ჭეშმარიტებას, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არის დამაჯერებლი, უტყუარი, რომელიც სასამართლომ უნდა გაიზიაროს. დღეს ბრალდებულის დაკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც დაცვის მხარე მთელი სასამართლო განხილვებისას ვაპელირებდით. ჩვენ საბოლოოდ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს და ასევე პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც ჩაიდინა დანაშაული და საერთოდ არ აქვს ბრალი წაყენებული. საგამოძიებო ორგანოს აქვს ყველა მასალა და მტკიცებულება, რომ ეს საქმე როგორმე გადავიდეს სწორ რელსებზე და ადეკვატური შეფასება მიეცეს თითოეული პირის ქმედებებს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა