ინგა შარაშენიძე - ველოდები სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას

ველოდები სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩემი აზრით, დადასტურდა ის, თუ რა გააკეთა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განუცხადა. მისი თქმით, მხარეები სავარაუდოდ დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან. მისივე თქმით, ბრალდებულიც ასევე გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და დასკვნითი სიტყვების შემდეგ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს.

„ვაპირებ დასკვნით სიტყვაში განვმარტო და დავასაბუთო, თუ ვის და რის მიერაა დაზიანებები მიყენებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე აპირებს საბოლოო სიტყვით სარგებლობას და სასამართლოსთვის მიმართვას. ველოდები, რა თქმა უნდა, სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას. მე ვთვლი, რომ დადასტურდა ის, თუ რა გააკეთა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. დეტალებზე ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ძალიან ბევრი რამ გამოიკვეთა მაია ნიკოლეიშვილისა და ომარ ჯოხაძის დასკვნით. ძალიან ბევრი ისეთი გარემოებაა, რომ გამოძიება გაგრძელდეს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი უნდა დაისაჯოს. არამარტო ის პირები, ვიზეც აქამდე მიმდინარეობდა აპელირება, არამედ სხვა პირებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი“, - აღნიშნა ინგა შარაშენიძემ.

ადვოკატი ასევე ვარაუდობს, რომ სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტიოლებას 30 მაისს გამოიტანს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა