მაია ნიკოლეიშვილი - რასაც მე ვუყურე ორი პროკურორის მხრიდან, დავბრუნდი ძალიან ძველ დროში, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა, მათ შორის ექსპერტი

გენერალური ინსპექციიდან გამოსული ვარ გამართული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გენერალური ინსპექცია დაინტერესდა, თუ რა ფორმით მოხდა მასზე პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის მხრიდან ზეწოლა.

„მე ვიცი როგორია და როგორი სტილი აქვს აღებული საქართველოს პროკურატურას. გენერალური ინსპექციიდან გამოსული ვარ გამართული – რასაც მე ვუყურე ორი პროკურორის მხრიდან, დავბრუნდი ძალიან ძველ დროში, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა, მათ შორის ექსპერტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საფრთხე და შიში მინახავს, სერიოზულად დამრთრგუნა პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის საქციელმა. აღნიშნული გამოკითხვის შემდეგ, მე ისევ ჩემს დროში დავბრუნდი“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, ხორავის საქმის პროკურორები მის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მის დაშინებას ცდილობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა