ფოთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა დღეს დილის საათებში დაიწყება

ფოთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა დღეს დილის საათებში დაიწყება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება 300 ჰა-მდე ფართობი. ქალაქში მობილიზებული და გადანაწილებულია 4 ერთეული ტექნიკა.

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შეწამვლითი სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ფოთში იმყოფებიან. ისინი შეწამვლის ღონისძიებებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელებენ“, - აცხადებენ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში.

ქიმიური შეწამვლა ფოთის მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში 07:00 საათზე ერთდროულად დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო