გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, ხეთაგუროვის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, ხეთაგუროვის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, გეგმური სამუშაოები მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას. კომპანიის ცნობით, 29 მაისს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, ხეთაგუროვის ქუჩის №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა