1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4663 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4805 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0142 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8727 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.