GIPA-სა და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთის მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

მემორანდუმის თანახმად, კომიტეტის სურვილის შემთხვევაში, GIPA ყოველწლიურად უზრუნველყოს კომიტეტის თანამშრომლების დასწრებას გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ თითოეულ სასწავლო კომპონენტზე; გაუწევს კონსულტაციებს კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს კომიტეტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალურ კურსებს.

კომიტეტი კი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს GIPA-ს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ კომიტეტის აპარატში საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიების პერიოდში, სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას; მიაწვდის უნივერსიტეტს ინფორმაციას კომიტეტის აპარატში სხვადასხვა ვაკანტური თანამდებობების შესახებ; ორგანიზებას გაუწევს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ორგანიზებას და სტუდენტების დასწრებას კომიტეტის სხდომებზე.

ღონისძიების დროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა და ესაუბრა მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, კომიტეტის საქმიანობის, საერთაშორისო ვალდებულებების, სამომავლო ღონისძიებების და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა