ვენესუელაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

ვენესუელას დასავლეთში, მერიდას შტატში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე შტატის სამაშველო სამსახური იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა და ხრამში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო