მიხეილ ჩხენკელი საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრს ფრედერიკა ვიდალს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრს, ფრედერიკა ვიდალს, შეხვდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით პროექტებზე იმსჯელეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ახალ პროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ფრანგ კოლეგებთან. სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით ორმაგი ხარისხი მიიღონ, რაც საფრანგეთთან თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

ფრედერიკა ვიდალმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და აღნიშნა, რომ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და მკვლევარების მობილობას. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, საფრანგეთისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო