ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ბაკურციხე-გურჯაანის გზის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გაეცნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზასთან. ამ მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.

“ახალი გზა შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 2 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია. პროექტს, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოზე 100 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულლების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის უსაფრთხოება და ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა