რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე ფორმირებულია,- ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. გიგაურის თქმით, ჯგუფის პირველი შეკრება დღეს გაიმართება.

"რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე ფორმირებულია. მათ დაიწყეს მუშაობა მიზნების შეჯერებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება კონცეპტუალურ ხედვაზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცალკეულ დეტალებზე მსჯელობა და სასწავლო პროგრამების მომზადება.

ჯგუფში ყველა კონფესიის წარმომადგენელია მოწვეული და დღეს ექნებათ პირველი შეკრება",- განაცხადა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა