გეგმური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს სამგორის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს სამგორის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება სამგორში, III მასივის მე-3 კვარტალში მდებარე კორპუსების, III მასივის „დ“ ქუჩის №1, №6, №7, №8, მე-10 კვარტალში მდებარე №1 სამხედრო დასახლების, ვარკეთილის ზემო პლატოს №39, №40, №41, №42, №43, №43ა, №43ბ, №51, №51ა, №51ბ, კალოუბნის ქუჩის №22, №24დ2, №26დ3, №28დ4, №30დ5, №32, №32ა, №33, №34, №35, №35ა, №36, №36ა, №38-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას.

გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, №108 საჯარო სკოლას, საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობას, შპს „იფქლი 1“-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა